მთავარი/მომსახურება/Au Pair-ის პროგრამა

Au Pair-ის პროგრამა

მომსახურებაზე:

Au Pair არის 6-12 თვიანი კულტურული გაცვლის პროგრამა, რომელიც გაძლევთ საშუალებას ისწავლოთ გერმანული ენა, იმოგზაუროთ და გაეცნოთ ქვეყნის კულტურას. თქვენ მიდიხართ ოჯახში, რათა დაეხმაროთ შვილების მოვლაში და ამავდროულად, სურვილის შემთხვევაში, დაესწროთ ენის კურსებს. თქვენ უზრუნველყოფილი ხართ უფასო განთავსებით, კვებით, ჯანმრთელობის დაზღვევით და ჯიბის ფულით 260 ევრო და მეტი ოდენობით.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 24/7-ზე ისწავლოთ გერმანული, იმოგზაუროთ და გაეცნოთ ქვეყანას, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-26 წლის კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ გერმანულს A1-A2 დონეზე. აუცილებელია გქონდეთ ბავშვებთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება მაინც, არ იყოთ დაოჯახებული და არ გყავდეთ საკუთარი შვილები.

რას მიიღებთ?
  • ოჯახის არჩევისას მენეჯერის კონსულტაცია;
  • საბუთების სრული პაკეტის გაფორმება;
  • სადაზღვეო პოლისის გაფორმება;
  • ტრანსპორტის ორგანიზება გერმანიაში წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად;
  • მენეჯერის ონლაინ დახმარება გერმანიაში გამგზავრებიდან უკან დაბრუნებამდე.
რა არ შედის მომსახურების ღირებულებაში?
  • სადაზღვეო პოლისის ღირებულება;
  • გერმანიაში გამგზავრების ღირებულება.
რა ვადით?
6-დან 12 თვემდე
პროგრამის ღირებულება
€300
ჩვენი კლიენტების შეფასება/კომენტარები
დაგრჩათ კითხვები?
დაგვიტოვეთ შეტყობინება და ჩვენი მენეჯერი უმოკლეს დროში დაგიკავშირდებათ